A1 ბანერი

ინაშვილი პრემიერს: მომწონხართ, სიმპათიური ხართ, მაგრამ თქვენი მმართველობა არ მომწონს

"პიროვნულად ძალიან მომწონხართ, სიმპათიური მამაკაცი ბრძანდებით, მორწმუნე ადამიანიც ხართ და ოჯახის კარგი უფროსიც, მაგრამ არ მომწონს თქვენი მმართველობის არსი", – ასე მიმართა "საქართველოს პატრიოტების" თავმჯდომარემ ირმა ინაშვილმა პრემიერმინისტრს გიორგი კვირიკაშვილს პარლამენტში.

მისი თქმით, პრემიერის დანაშაულია, რომ "ევროპული საქართველოს" წევრი გიგა ბოკერია პოლიტიკური ფიგურაა. 

"თქვენი პრემიერობის პერიოდში გაცოცხლდა ბოკერია, როგორც პოლიტიკური ფიგურა. გადანაშაულებთ იმაში, რომ 0%-იან ბოკერიას პარტიას დაუწერეთ 10%. თინა ხიდაშელი მინდა გაგახსენოთ, რომ კოჰაბიტაცია ქართველი ხალხის დაკვეთით განვახორციელეთ ჩვენო. დღეს თქვენ ძალიან გულწრფელად გვიმტკიცებთ, ირმა რა ვქნათ, თქვენზე მეტი რეიტინგი ბოკერიას პარტიას აქვსო.

მე გთავაზპბთ ბატონო პრემიერო, ვიდრე ჯერ კიდევ არ გადამიყენებიხართ, წამობრძანდით, გავიაროთ თბილისის ქუჩებში, გავიდეთ ნებისმიერ ქალაქში და მაჩვენეთ ის ერთი მოქალაქეც კი, რომელმაც ხმა მისცა ბოკერიას პარტიას", – აღნიშნა ირმა ინაშვილმა. 

საუბარში პრემიერმინისტრი ჩაერთო: "ცოტა კიდევ მაცადეთ თუ შეიძლება". 

ირმა ინაშვილი: თქვენი მიზანი იყო, დაგეშალათ "ნაციონალური მოძრაობა", მაგრამ კი ვერ დაშალეთ, თქვენი პრემიერობის პერიოდში უგულავაც გარეთ არის და არჩევნების დროს მისი ბანერებიც გვაყურებინეთ, მძლავრ პარტიად აქციეთ ბოკერიას პარტია და ოპონირებს თქვენთან.

კონსტიტუციაზე რა აურზაური ატყდა, მე "ქართულ ოცნებასთან" არ მოვახდენ კობახიძის, თალაკვაძის, მდინარაძის და ზარდიაშვილის ასოცირებას, მე ვმიჯნავ ნამდვილ  "ქართულ ოცნებას" ამ კულტურული რევოლუციონერებისგან, რომლებმაც დღეს ძალაუფლება აიღეს პარლამენტში. სწორედ მათ შექმნეს პოლიტიკური კრიზისი ქვეყანაში, როდესაც საუბარი დაიწყეს ბონუსებზე, თქვენ საუბრობთ საპარლამენტო მოდელზე და თან ამბობთ, რომ კოალიციური მთავრობა არავისთან არ გინდათ. არავის არ ენდობით, არავინ არ მოგწონთ, არავინ არ გინდათ თქვენ, გარდა საკუთარი თავისა. 

მეც გეუბნებით, ჩვენც არ მოგვწონხართ თქვენ, არ მომწონს თქვენი მმართველობის არსი, პერსონალურად და პიროვნულად ძალიან მომწონხართ, სიმპათიური მამაკაცი ბრძანდებით, მორწმუნე ადამიანიც ხართ როგორც თქვენ ამბობთ, კარგი მამა ხართ და კარგი ოჯახის უფროსიც ბრძანდებით, ეჭვიც არ მეპარება. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...