ინაშვილი: პოლიტიკური გადაწყვეტილებაა მისაღები- მზად არის თუ არა უმრავლესობა რომ წავიდეს ჯანსაღ ცვლილებებზე

“ამ ნაწილში საუბარი ძირითადად თეორიულ ჭრილში მიდიოდა, ესადაგება თუ არა არ ესადაგება “გერმანული მოდელი” საქართველოს კონსტიტუციას. აქ პოლიტიკური გადაწყვეტილებაა მისაღები- მზად არის თუ არა უმრავლესობა რომ წავიდეს ჯანსაღ ცვლილებებზე”.

ამის შესახებ “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერმა ირმა ინაშვილმა სასტუმრო “ბილტმორში” ხელისუფლებისა და გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის მიმდინარე შეხვედრაზე გამოცხადებული შესვენების დროს განუცხადა.

მისი, თქმით, როგორც წესი დიპლომატების პოზიცია არის, რომ დიალოგი გაგრძელდეს და რაღაც კონსესუსამდე  მივიდეს პოლიტიკური სპექტრი.

“ჯერჯერობით მიჭირს რაიმე პროგნოზის გაკეთება, თუმცა, უნდა ითქვას, რომ უმრავლესობა ხაზს უსვამს, რომ მზად არის პროპორციულ სისტემას დაუჭიროს მხარი. თუ ამისთვის მზად არიან, ჩვენც ვეუბნებით, რომ დავიწყოთ ცვლილებები და გადავიდეთ პროპორციულ სისტემაზე 2020 წლიდან.” -განაცხადა ირმა ინაშვილმა.

შეგახსენებთ: ხელისუფლებისა და გაერთაინებული ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვედრა სასტუმრო “ბილტმორში” დილის 10 საათიდან ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე და არჩევნებთან დაკავშირებულ პრობლემებზე მსჯელობენ, რომელსაც ესწრებიან საქართველოში მოქმედი დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად