ინაშვილი: პეტრე ცაავა იყო სააკაშვილ-ბოკერიების აგენტი ეკლესიაში

ეს ფუნქცია ჰქონდა მას თავის დროზე, სპეცსამსახურების აგენტი იყო ეკლესიაში და სინოდში.”,-ამის შესახებ პატრიოტთა ალიანსის ერთ-ერთმა წევრმა ირმა ინაშვილმა “კურიერთან” განაცხადა.

“ახლა სხვადასხვა ეთერებში მესმის, რომ მტკიცებულებები, რომ არ არის ამისი თქმა როგორ შეიძლება, თქვენ თავი ხომ არა გაქვთ მირტყმული? რა მტკიცებულებები, ეს არის მტკნარი ტყუილი.

მე პეტრე არასდროს მეუფედ არ მომიხსენებია. ის არის პეტრე პაატა, ჩანერგილი აგენტი სააკაშვილ-ბოკერიების მიერ ეკლესიაში, რომელსაც შიგნიდან უნდა აეფეთქებინა პროცესი, ეს ფუნქცია ჰქონდა მას თავის დროზე, სპეცსამსახურების აგენტი იყო ეკლესიაში და სინოდში. სხვებიც არიან და ამათი განწმენდა მოხდება, აი ამ ტიპებისგან სინოდის გაწმენდა. დღეს მნიშვნელოვანი დღეა ეკლესიისთვისაც, მრევლისთვისაც და ვერავინ ვერ დააჩოქებს დედა ეკლესიას და ვერავინ ვერ მოერევა პატრიარქის ავტორიტეტს,” – განაცხადა ირმა ინაშვილმა “კურიერის” პირდაპირ ეთერში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად