ინაშვილი: პარტიების უმეტესობა თანხმდება, რომ ჩვენ ვართ ქვეყნის მთავარი პოლიტიკური ძალა

პირად საუბრებში პოლიტიკური პარტიების დიდი ნაწილი შეთანხმებულია, რომ ეს ასეა და რეალურად ჩვენ ვართ ნამდვილი, მთავარი და ყველაზე ძლიერი პოლიტიკური ძალა ქვეყანაში, – ამის შესახებ “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერმა ირმა ინაშვილმა “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.

კითხვაზე, თუ “ოცნებას” კოალიცია დასჭირდება გამორიცხავს თუ არა მასთან პარტნიორობას? – პასუხობს:

“ჩვენ ხალხში დიდი მხარდაჭერა გვაქვს. ამას არავინ აღიარებს, არც “ქართული ოცნება” და… პირად საუბრებში პოლიტიკური პარტიების დიდი ნაწილი შეთანხმებულია, რომ ეს ასეა და რეალურად ჩვენ ვართ ნამდვილი, მთავარი და ყველაზე ძლიერი პოლიტიკური ძალა ქვეყანაში. ნებისმიერი მხარდაჭერა აკუმულირდება რაღაცაში. ჩვენი საპროტესტო აქციების დიაპაზონი 10 000-დან 100 000-მდეა. ჩვენ რომ ყველაზე ძლიერი ოპოზიციური პარტია ვართ, ეს იცის ხელისუფლებამაც და ეს იციან დანარჩენმა პარტიებმაც.

კოალაიციაზე საუბარი ნაადრევია და მე არანაირ თანამშრომლობას არ ვთავაზობ ქართულ ოცნებას. რა იქნება არ ვიცით. ამაზე ლაპარაკი ნაადრევია”, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად