ინაშვილი: “ოცნებამ” და “ნაციონალურიმა მოძრაობამ” ქვეყანა, ჩხუბსა და კინკლაობას გადააყოლა

ამის შესახებ “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერმა ირმა ინაშვილმა “ტვ პირველის” ეთერში საუბრისას განაცხადა.

” “ქართული ოცნება” ხედავთ რა რეჟიმშია “ნაციონალური მოძრაობის” ორივე ჯგუფთან პარლამენტში. თან ჩხუბობენ, თითქოს ჩხუბობენ თან ერთმანეთის გარეშე ვერ ძლებენ. ამ ჩხუბსა და კინკლაობას გადააყოლეს ქვეყანა.. ჩემი სურვილია ერთხელ და სამუდამოდ ნორმალური, სამართლებრივი ქვეყანა ავაშენოთ. როცა კაცია იმ რეჟმის ერთ-ერთი იდეოლოგი, ორგანიზატორი ხერხემალი, ტვინი, გიგა ბოკერიას ვგულისხმობ. ჩადენილ აქვს არაერთი დანაშაული, რაც დამტკიცებულია რომ სისტემური დანაშაული იყო ჩადენილი. აქ კონკრეტულ დანაშულებებში თუ წავალთ გამოკვეთილია ბოკრიას პერსონალური პასუხისმგებლობა, თუ გამოძება გამოიჩენს პროფესიულ ნებას და ამას მიყვება ბოლომდე.”,-განაცხადა ინაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...