ინაშვილი: “ოცნება” და “ნაცმოძრაობა” თან ჩხუბობს, თან ერთმანეთის გარეშე ვერ ძლებს

“ამ ჩხუბსა და კინკლაობას გადააყოლეს ქვეყანა”,-ამის შესახებ “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერმა ირმა ინაშვილმა “ტვ პირველის” ეთერში საუბრისას განაცხადა.

” “ქართული ოცნება” ხედავთ რა რეჟიმშია “ნაციონალური მოძრაობის” ორივე ჯგუფთან პარლამენტში. თან ჩხუბობენ, თითქოს ჩხუბობენ თან ერთმანეთის გარეშე ვერ ძლებენ. ამ ჩხუბსა და კინკლაობას გადააყოლეს ქვეყანა.. ჩემი სურვილია ერთხელ და სამუდამოდ ნორმალური, სამართლებრივი ქვეყანა ავაშენოთ. როცა კაცია იმ რეჟმის ერთ-ერთი იდეოლოგი, ორგანიზატორი ხერხემალი, ტვინი, გიგა ბოკერიას ვგულისხმობ. ჩადენილ აქვს არაერთი დანაშაული, რაც დამტკიცებულია რომ სისტემური დანაშაული იყო ჩადენილი. აქ კონკრეტულ დანაშულებებში თუ წავალთ გამოკვეთილია ბოკრიას პერსონალური პასუხისმგებლობა, თუ გამოძება გამოიჩენს პროფესიულ ნებას და ამას მიყვება ბოლომდე.

დღეს ყველაფერს ფასი დაეკარგა. ჩვენ რათ გვინდა ისეთ ქვეყანაში ცხოვრება, თუ გარეთ დავამკვიდრებთ ისეთ უზნეობას და განურჩევლობას სადაც წამებულს და ჯალათს დავინახავთ რომ ერთი ფასი აქვს. დამნაშავე იმიტომ უნდა დაისაჯოს რომ ამ ტრიბუნიდან მერე ჭკუა არ გვასწავლონ, რას ნიშნავ დემოკრატია და თავისუფლება და ადამიანის უფლებები.”,-განაცხადა ინაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...