ინაშვილი: ოპოზიციას თუ უნდა ახალი არჩევნები დაინიშნოს ამ ქვეყანაში, დაიწყონ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის შეტანა

“პატრიოტთა ალიანსის” ლიდერი ირმა ინაშვილი “ღამის კურიერთან” საუბრისას აცხადებს, რომ თუ ოპოზიციას სურს არჩევნების თავიდან ჩატარება, მანდატების გაუქმება საკონსტიტუციო სასამართლოში უნდა მოითხოვონ.

“თუ უნდათ ახალი არჩევნები დაინიშნოს ამ ქვეყანაში, დაიწყონ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის შეტანა და იქ გადაიტანონ პროცესი. ამ წნეხს ვერ გაუძლებს სასამართლო და დააკმაყოფილებს მოთხოვნას. მოეხსნებათ იმუნიტეტი და დაინიშნება არჩევნები. მაგრამ ეს არცერთ მხარეს არ უნდა. არც “ნაციონალურ მოძრაობას” და მის ორბიტაზე გაერთიანებულ ზოგიერთ პარტიასა და არც “ქართულ ოცნებას”. ამაში იმალება სწორედ გარიგების და ერთმანეთთან თანამშრომლობის გაბუტვის, თუ შერიგების საიდუმლო.

არ მალავენ ისინი რომ მათ შორის იყო შეთანხმება კოალიციურ მთავრობაზე. მიშელთან შეხვედრაზე “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ღიად თქვა, რომ ჩვენ ხომ გვქონდა შეთანხმება კოალიციური მთავრობა უნდა შეგვექმნაო. ანუ ისინი გადაგდებულად თვლიან თავს და ოცნება პირიქით. რა გინდათ ეს ინაშვილის და პატრიოტები გავდგით პარლამენტიდან, რაც შეგვეძლო წავართვით ხმები და სამაგიეროდ თქვენ ხართ აქ. თუ ამდენი მხარდამჭერი ჰყავთ, რა მოცულობითაც პარლამენტში პარლამენტში შეიტანეს ეს პარტია, ხალხი რატო არ მიდის მათ აქციებზე?” – განაცხადა ირმა ინაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...