ინაშვილი: ნურავის ეშინია მრავალპარტიული პარლამენტის, სწორი გადაწყვეტილება მიიღეს

“ნურავის ნუ ეშინია მრავალპარტიული პარლამენტის, ესაა ნამდვილი დემოკრატია”,-ასე ეხმაურება “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერი ირმა ინაშვილი 2020 წელს, არჩევნების პროპორციული წესით ჩატარებას.

“ძალიან კარგია, რომ ბიძინა ივანიშვილმა და “ქართულმა ოცნებამ” მიიღეს გადაწყვეტილება,- 2020 წლიდან გადავიდეთ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე.

ეს იყო ჩვენი მოთხოვნა ჯერ კიდევ 2010 წლიდან, ეს “ქართული ოცნების” მოთხოვნაც იყო, ვიდრე მოვიდოდნენ ხელისუფლებაში და შეიტკბობდნენ ძალაუფლებას! კარგია, რომ ახლა მაინც იქნა გაზიარებული საზოგადოების ეს მოთხოვნა!

ნურავის ნუ ეშინია მრავალპარტიული პარლამენტის, ესაა ნამდვილი დემოკრატია და არა ის, როცა საკონსტიტუციო უმრავლესობა ჩაგრავს განსხვავებულ აზრს. ამ საკონსტიტუციო (უმრავლესობის) უზურპაციის შედეგი რაც იყო, ვნახეთ. ამჯერად, სწორი გადაწყვეტილებაა მიღებული, რასაც მხარს ვუჭერთ.”,-წერს ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“, ფართომასშტაბიანი პოლიტიკური რეფორმის ინიციატივით გამოდის: 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები, ჩატარდეს პროპორციული სისტემით.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...