ინაშვილი „ნაცმოძრაობაზე“: თუ ამდენი მხარდამჭერი ჰყავთ, ხალხი რატო არ მიდის მათ აქციებზე?

“პატრიოტთა ალიანსის” ლიდერი ირმა ინაშვილი “ღამის კურიერთან” საუბრისას აცხადებს, რომ “ნაციონალური მოძრაობის” მიერ არჩევნებზე მიღებული პროცენტები გაყალბებულია.

“არ მალავენ ისინი რომ მათ შორის იყო შეთანხმება კოალიციურ მთავრობაზე. მიშელთან შეხვედრაზე “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ღიად თქვა, რომ ჩვენ ხომ გვქონდა შეთანხმება კოალიციური მთავრობა უნდა შეგვექმნაო. ანუ ისინი გადაგდებულად თვლიან თავს და ოცნება პირიქით. რა გინდათ ეს ინაშვილის და პატრიოტები გავდგით პარლამენტიდან, რაც შეგვეძლო წავართვით ხმები და სამაგიეროდ თქვენ ხართ აქ. თუ ამდენი მხარდამჭერი ჰყავთ, რა მოცულობითაც პარლამენტში შეიტანეს ეს პარტია, ხალხი რატო არ მიდის მათ აქციებზე?

პირდაპირი კავშირი არსებობს ამომრჩეველსა და მხარდამჭერებს შორის. შენ როცა დგახარ აქციებზე თუ პიკეტზე, რამდენიმე ათეულ კაცთან ერთად ასჯერ მეტი პოლიციელი დგას იქ და ჟურნალისტი და ისინი ქმნიან მასას, ეს ნათელი მაგალითია იმისა რომ ეს ხმები მათ არ ჰქონდათ”, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...