ინაშვილი: “ნაცმოძრაობას” თუ უნდა ბორჯომში გამართოს აქცია და ბორჯომის წყალი დალიოს

“ნაციონალურ მოძრაობას თუ უნდა, აქცია თელავში გამართოს, ან ბორჯომში და ბორჯომის წყალი მიირთვას” – ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ირმა ინაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, “ნაციონალების” გეგმების რევიზიას არ აპირებს, რადგან ეს მათი არჩევანია.

“ნაციონალურმა მოძრაობამ აჩვენა, რომ მას რეალური მხარდამჭერი 3 ათას ადამიანამდე ჰყავს. ჩვენს აქციაზე 100 ათასი ადამიანი იყო. მათ არავითარი 780 ათასი მხარდამჭერი არ ჰყავთ” – განაცხადა ირმა ინაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად