ინაშვილი: ნატო-ს წარმომადგენლებს სამხედრო ნეიტრალიტეტის მიმხრობის საკითხზე ვესაუბრე

„მე ვისაუბრე თემაზე, რომელიც ეხება სამხედრო მიუმხრობლობას. ყველა წევრს მივაწოდეთ ჩვენი გამოკითხვის შედეგები და პირადად გადავეცი გენერალური მდივნის მოადგილეს ჩვენი გამოკითხვის შედეგები ბათუმში,“ – ეს განცხადება „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა ირმა ინაშვილმა „ნატოს“ წარმომადგენლობასთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

ოპოზიციონერი დეპუტატის განცხადებით, მათ მიერ დაყენებული მთავარი საკითხი ეხება სამხედრო ნეიტრალიტეტის მოდელის მიმხრობას, რაც მათივე განმარტებით გამოკითხვის შედეგებს ეყრდნობა:

„ძალიან საინტერესო შეხვედრა იყო. საუბარი შეეხო დემოკრატიული რეფორმების განხორციელებას საარჩევნო ნაწილში, მედიათავისუფლების საკითხს, აღინიშნა რომ არის პოლარიზებული პოლიტიკური სპექტრი და მნიშვნელოვანი არის მომზადება 2020 წლის არჩევნებისთვის. პოლარიზების მიზეზი ის არის, რომ თავის დროზე „ქართულმა ოცნებამ“ დამნაშვაეები არ დასაჯა და ეს მწამებლები და ადამიანის მკვლელები ამ დარბაზში რომ სხედან და დემოკრატიაზე საუბრებენ.

მე ვისაუბრე თემაზე, რომელიც ეხება სამხედრო მიუმხრობლობას. ყველა წევრს მივაწოდეთ ჩვენი გამოკითხვის შედეგები და პირადად გადავეცი გენერალური მდივნის მოადგილეს ჩვენი გამოკითხვის შედეგები ბათუმში. კიდევ ერთხელ ვუსვამ ხაზს, 77 000-ზე მეტი ბათუმელი გამოვკითხეთ და აქედან 69%-ი მხარს უჭერს ავსტრია-შვეიცარია-ფინეთი-შვედეთის სამხედრო მიუმხრობლობის მეთოდის განხორციელებას, იგივე სამხედრო ნეიტრალიტეტს, არ გავურბივარ ამ ტერმინის გამოყენებასაც. ძალიან ადეკვატურად მიიღეს და მოისმინეს ჩემი მოხსენება და ჩემი პოზიცია,“ – განცხადა ირმა ინაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად