ინაშვილი: მელიას გადაეცით, რომ ნაცნოძრაობისთვის წამზომი ჩართულია, ფინალი ახლოვდება!

ამის შესახებ დეპუტატი, “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერი ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

“დიახ, ჩემი საათია, რომელიც მაგიდაზე მუშტის დარტყმის გამო კი არა, მანდატურებთან ურთიერთობისას იატაკზე დაეცა. მელიას ვინმემ გადაცეს, რომ ეს ერთობ სიმბოლური ფაქტია. ჩემი საათი ამბობს, რომ ნაცმოძრაობისთვის წამზომი ჩართულია!!! ფინალი ახლოვდება! საათს, რომელსაც საკუთარ ხელისგულზე ასე სათუთად გადაუღო ფოტო, ამჯერად მხოლოდ ეს დატვირთვა აქვს. ისე, ადამიანი მსგავსი ფოტოს გადაღებას და მერე გაზიარებას რომ გადაწყვეტს, ჩემში უკვე უფრო სიბრალულს იწვევს, ვიდრე გაბრაზებას და რაიმე სხვა, ნეგატიურ რეაციას. ცოდოა”, – წერს ირმა ინაშვილი facebook-ში.

შეგახსენებთ, გუშინ პარლამენტის პლენარული სხომის მიმდინარეობისას “პატრიოტთა ალიანსის” წევრი ირმა ინაშვილი და “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი ნიკა მელია ერთამენთს დაუპირისპირდნენ, რომელშიც უმრავლესობის წევრი ზაზა პაპუაშვილიც ჩაერთო, რის შემდეგ მანდატურებმა მათ დაატოვებინა სხდომათა დარბაზი. ფიზიკური დაპირისპირების შემდეგ მანდატურებმა მელია დარბაზში აღარ შეუშვეს (ვიდეო) 

ზაზა პაპუაშვილმა სხდომათა დარბაზში განაცხადა: “სამარცხვინოა ეს გაქაჩვ-გამოქაჩვა, რა უბედურებაა?! საჩხუბარი მოედანიც კი არ არის ნორმალური, რომ კაცმა იჩხუბოს”

ცნობისთვის, პარლამენტში ირმა ინაშვილმა ნიკა მელიას სახეში ქაღალდები შეაყარა (ვიდეო)

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად