ინაშვილი: მარშანია აფხაზი დეპუტატია და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის ბევრს გააკეთებს

საპარლამენტო ფრაქცია "საქართველოს პატრიოტების" წევრის ირმა ინაშვილის შეფასებით, ადა მარშანია ერთადერთი აფხაზი დეპუტატი ქალია, რომელსაც ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის ბევრი რამის გაკეთება შეუძლია.

ინაშვილმა პროტესტი გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის კომისიის თავმჯდომარის მოადგილედ სერგი კაპანაძე დაინიშნება, მარშანია კი, მდივნად. 

„ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის კომისია უნდა დაფორმირდეს უახლოეს ხანში. ერთდარერთი აფხაზი დეპუტატი ქალბატონი გყავთ პარლამენტში, ადა მარშანია, რომელიც უკვე მაქვს ინფორმაცია, რომ მოადგილედ არ იქნება არჩეული ამ კომისიაში, რადგან უნდა ავირჩიოთ თურმე სერგი კაპანაძე მოადილედ, და ქალბატონი ადა მარშანია, რომელსაც ძალიან ბევრი რამის გაკეთება შეუძლია ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის, უნდა იყოს უბრალოდ მდივანი. მე ახლა თქვენ გთავაზობთ, სერგი კაპანაძე იყოს მდივანი და ადა მარშანია ამ კომისიის თავმჯდომარის მოადგილე. 

არ მესმის, რა ვალი გვაქვს ასეთი სერგი კაპანაძის, საერთოდ ამ ორივე „ნაციონალური მოძრაობის“, რომ ყველა კომისიაში, საერთაშორისო დელეგაციებში, ყველა პოზიციებზე , მათ შორის საპროკურორო საბჭოში , სადაც დიდი ზარ-ზეიმით წარადგინეთ ადეიშვილის ყოფილი მოადგილე ოთარ კახიძე. ყოველ შემთხვევაში მე არ მომისმენია, რომ თქვენ ეს გააპროტესტეთ. ყველა პოზიციაზე პარლამენტში, თქვენი ხელდასმით და მხარდაჭერით, დომინირებს, ეს ორი ფრაქცია, რომელიც პრაქტიკულად ერთია“, – აღნიშნა ირმა ინაშვილმა. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...