ინაშვილი: მაინტერესებს, ხომ არ გავქრი ცხოვრებიდან და აჩრდილი ხომ არ გელაპარაკებათ ჩემი?

"პატრიოტთა ალიანსის" თბილისის მერობის კანდიდატი ირმა ინაშვილი მიიჩნევს, რომ ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს შორის ყველაზე მეტი მხარდამჭერი მის პარტიას ჰყავს. 

"არცერთ ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიას არ ჰყავს იმდენი მხარდამჭერი, რამდენიც ჩვენ არც თბილისში, არც საქართველოს სხვა ქალაქებში. ძლივს შეკრიბა 100-მდე კაცი ბოკერიამ, რომ პატარა პროსტის დარბაზიგაევსო უნივერისტეტის ქუჩაზე და "ქართული ოცნება" ამტკიცებდა, რომ დიდი სპორტის სასახლე გაავსეს. "ნაციონალურმა მოძრაობამ" რეგიონებიდან ავტობუსებით ჩამოიყვანეს ხალხი და 3 500 კაცი შეკრიბეს მეტი ვერა. 

დღეს ჩვენ, რომლებმაც 20 ათასი ადამიანი თბილისში გამოვიყვანეთ, გვეუბნებიან, რომ თურმე ჩვენ არ ვარსებობთ, არავინ არ ვართ, არაფერი რეიტინგი არ გვაქვს და მაინტერესებს შემთხვევით ხო არ გავქრი საერთოდ პოლიტიკური სივრციდან, ცხოვრებიდან და ახლა აჩრდილი ხომ არ  გელაპარაკებათ ჩემი?

ეს დიდი ტყუილი უნდა დამთავრდეს საქართველოში. ეს დიდი ღლატი, ბოკერიას გაცოცხლების მცდელობა, რასაც აკეთებს კვირიკაშვილი, უნდა დამთავრდეს!", – განაცხადა ირმა ინაშვილმა. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...