ინაშვილი: კრამერებს არ მივცემთ საქართველოს დირეტორობის უფლებას, ეს არის მარგინალების ჯგუფი!

მხოლოდ მე კი არ შემიზღუდეს კონფერენციაში მონაწილეობა, არამედ დამადანაშაულეს პროვოკაციის მოწყობაში, ეს აბსურდია.- “ამის შესახებ “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერმა, ირმა ინაშვილმა გადაცემა “რეაქციაში” საუბრისას განცხადა.

“არ მოგვიწვიეთ და ნუ მოგვიწვიეთ. ღმერთმა მშვიდობაშ მოგახმაროთ კრამერი, რომელიც რომელიც ფლორიდაში სკოლაში მუშაობს. არაფერი პოლიტიკური წონა კრამერს ამერიკაში არ აქვს. ეს არის მარგინალების ჯგუფი სინამდვილეში, რომლებიც ჩამოსულები არიან საქართველოში და აქ დირიჟორობენ. კრამერებს არ მივცემთ საქართველოს დირეტორობის უფლებას!”,-განაცხადა იაშვილმა.

ცნობისთვის, „თბილისის საერთაშორისო კონფერენცია Now What“ 2015 წელს დაარსდა ორგანიზაციების – „მაკკეინის ინსტიტუტი საერთაშორისო ლიდერობისთვის“ და „ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის“ მიერ. მეხუთე წელია თბილისი მსოფლიო ლიდერებს მასპინძლობს. 2019 წლის კონფერენცია – Now What? – 9 სექტემბერს გაიხსნა.

გუშინ კი, კონფერენციაზე კონფერენციაზე დევიდ კრამერსა და ირმა ინაშვილს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...