ინაშვილი კობახიძეს: გირჩევთ დაგვიწეროთ რაც გვეკუთვნის-ნაცმოძრაობას რაც აქვთ რეალურად- 2,5% და ყველაფერი კარგად იქნება

“ქართულ ოცნებას” ვეკითხები, სრულიად მატყუარა და უსინდისო კობახიძეს: თითო სკამი გვაქვს დათვლილი, ყველა ე.წ. მარშრუტკა და ავტობუსი, დრონის ყველა კადრია გაანალიზებული, აქციაზე 4500 კაცზე ნაკლები იყო. პირდაპირ აჩვენა “ობიექტივმა” ადამიანები, ვინც ღიად ამბობს, რომ 200 ლარი გადაუხადეს.” – ამის შესახებ “პატრიოტთა ალიანსის ლიდერი ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

“ჩვენთან ამავე მოედანზე 3 ოქტომბერს შეიკრიბა 30 000 კაცზე მეტი და ეგენი მაინც არიან მეორე ძალა და ჩვენ გვაქვს 5% ? აუდიოჩანაწერები ხომ გადმოგეცით, ყველა საელჩოს ხომ გადავეცი, სენატორებს და კონგრესმენებს, ევროდეპუტატებს ხომ გავუგზავნე… ეს აუდიოჩანაწერები უტყუარი მტკიცებულებაა, რომ სააკაშვილს 2,5% აქვს, მის ირგვლივ გაერთიანებულ პარტიებს არც ერთს არა აქვს 1%, თქვენ- ” ქართულ ოცნებას” გაქვთ 15% და ჩვენ- 23%, მაგრამ თქვენი ტელევიზია- “იმედი” კვლავ ნაცმოძრაობას აცხადებს მეორე ძალად. ისიც არ გესმით, რომ ახლა ამათი პატრონები ჯერ მეორე ადგილზე გაგაყვანინებენ მწამებელთა პარტიას და მერე მთელ მსოფლიოს ეტყვიან,- პირველზე უნდა გასულიყვნენ, მაგრამ გაუყალბესო და თქვენს ჩამოგდებას დაიწყებენ. თქვენ ჩაისვრით და მაგიდის ქვეშ შეძვრებით და ისევ ჩვენ გამოვალთ და გავხევთ ამათ შუაზე… ამიტომ გირჩევთ: ჩვენ დაგვიწეროთ, რაც გვეკუთვნის და მაგათ, რაც აქვთ რეალურად- 2,5% და ყველაფერი კარგად იქნება.

და კუთვნილ 2,5%-ს რომ მიღებენ, მერე გაბედონ ერთი გარეთ გამოსვლა.” – წერს ირმა ინაშვილის facebook-ში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად