ინაშვილი ხვალინდელ აქციასთან დაკავშირებით თავის მომხრეებს მიმართავს

ვიცე სპიკერი, “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერი ირმა ინაშვილი ხვალინდელ აქციასთან დაკავშირებით თავის მომხრეებს მიმართავს. მიმართვის ტექტს ის თავის სოციალურ ქსელში ავრცელებს.

“ჩვენი აქციის მონაწილეებს: იცოდეთ, ყველაფერი კარგად იქნება. იყავით მხნედ, რადგან მართლები ვართ. ღმერთი იქაა, სადაც სიმართლეა.

უკვე დღეს, 17 ნოემბერს, საღამოს 5 საათზე ჩვენ ვიდგებით რესპუბლიკის მოედანზე!

აქცია მშვიდობიანია.
ვინც ჩვენთან მოდის, ესმის, რა ფასი აქვს გონივრულ ქმედებებს.

ჩვენ გვინდა სამართლიანი არჩევნები, ჩვენ გვინდა მშვიდი, სტაბილური საქართველო! ჩვენ ამ შანსს ჯერ ნაცმოძრაობა გვართმევდა, ახლა “ქართული ოცნება” გვართმევს.
ამიტომ ჩვენი ფორმულა მარტივია- მინუს ყველა, ვისაც არ უყვარს ეს ქვეყანა და ვინც არაა გულწრფელი ამ სიყვარულში, ვინც ემელაკუდება საკუთარ ხალხს. სწორედ ეს ხალხი, ეს წესიერი და მრავალგზის მოტყებული ხალხი ზოგს პროპორციულად, ზოგს – შერეულად და ზოგსაც ინდივიდუალურად (სხვადასხვა მიმართულებით) გაგისტუმრებთ.” – წერს ირმა ინაშვილი.

შეგახსენებთ, რომ ხვალ ოპოზიციის სხვადასხვა ფრთა მასშტაბურ აქციას გეგმავს. ერთი ნაწილის აქცია რუსთაველის გამზირზე გაიმართება, მეორესი კი – რესპუბლიკის მოედანზე.

http://“ქართული მარში” “პატრიოტთა ალიანსის” მიერ 17 ნოემბერს დაგეგმილ აქციას უერთდება

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად