ინაშვილი: ის რომ კრამერი არ მიცნობდა დიდი ტყუილია, 2010 წლიდან ვიცნობთ ერთმანეთს

ის რომ კრამერი არ მიცნობდა ძალიან დიდი ტყუილია. ძალიან კარგად მიცნობდა”,-ამის შესახებ “პატრიოტთა ალიანსის” გენერალურმა მდივანმა, ირმა ინაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, სადაც ის ფლორიდის საერთაშორისო უნივერსიტეტის მკვლევარის, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწის დევიდ კრამერის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც ის ირმა ინაშვილს არ იცნობდა.

“მინდა დავიწყო ბატონი კრამერის დიდი ტყუილი თითქოს ის მე არ მიცნობდა. წარმოგიდგინოთ ფოტო. მე და ბატონი კრამერი ერთმანეთს ვიცნობდით 2010 წლიდან. ეს ფოტო გადაღებულია ვაშინგტონში მის ოფისში. ჩვენ შევხვდით მას ჯერ კიდევ სააკაშვილის რეჟიმის პერიოდში, საუბარი იყო იმ ძალადობრივ ფაქტებზე, რასაც სააკაშვილის დროს ადგილი ჰქონდა საქართველოში, თუმცა, ეს იყო ძალიან მძიმე შეხვედრა.

მაშინვე ცხადი გახდა რომ კრამერი იყო სააკაშვილი-ბეკრიას რეჟიმის ძალაინ აქტიურ მხადამჭერი. ის რომ კრამერი არ მიცნობდა ძალიან დიდი ტყუილია. ძალიან კარგად მიცნობდა. კარგად იცის რომ მე ვარ საქართველოს პარლამენტის თავმდჯომარე, “პატრიოთა ალიანსის” გენერალური მდივანი. კრამერი არის მატყუარა, თავხედი და უზრდელი ადამიანი”,-განაცხადა ინაშვილმა.

ცნობისთვის, გუშინ, თბილისში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციაზე, „Now What?”, რომელიც „მაკკეინის ინსტიტუტი საერთაშორისო ლიდერობისთვის“ და „ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის“ ორგანიზებით მეორე დღეა მიმდინარეობდა, „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი ირმა ინაშვილი მივიდა, რასაც დარბაზში ხმაური და დაპირისპირება მოყვა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად