ინაშვილი: გადაეცით სააკაშვილს, გამოფხიზლდება მატროსოვზე და 24 საათი “ობიექტივი” ექნება ჩართული

ამის შესახებ “პატრიოტთა ალიანსის”ლიდერი ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

ეს ის შემთხვევაა, როცა არსებაზე ( სააკაშვილს ვგულისხმობ) ვეღარც ბრაზდები: ვინმემ გადასცეს, რომ ჩემს დაპირებას აუცილებლად შევასრულებ- გაიღვიძებს თბილისის სასამართლოში! ეს ერთი. მეორე- თუ, ცხადია, მანამდე ამსტერდამის ფსიქიატრიულში არ მოხვდა. მესამე- თუ ამსტერდამის ფსიქიატრიულმა დამასწრო, მაინც გაღივიძებს თბილისის სასამართლოში! და მერე გამოფხიზლდება მატროსოვზე და დაპირებისამებრ, 24 საათიან რეჟიმში ჩართული ექნება “ობიექტივის” პირდაპირი ეთერი, სრული სიამოვნებისთვის!”, – წერს ირმა ინაშვილი.

შეგახსენებთ, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ფეისბუქ ვიდეო ჩართვაში განაცხადა: “ამ საქარველოს, ასლანის ბაბუინების ახალი ნაირსახეობა, ივანიშვილის გორილები, მოჭიდავეების და უბედურების, ბრტყელთავიანი და ბრტყელყურებიანი სიმახინჯეების, კვიციანების და ინაშვილების რაღაც ბუკეტი, სრული სანაგვედან ამოთხრილი ჭაობის ბინადრების, ნამდვილად ვერ შეუშლის ხელს, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით რას ვაკეთებთ და ჩვენი ამოცანა არის სწორი” – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...