ინაშვილი: ეს პოლიტიკური მელაკუდობაა! დავიჯერო, მაჟორიტარ ბერაიას ივანიშვილზე მეტი წონა აქვს?!

ამის შესახებ “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერმა ირმა ინაშვილმა “ტვ პირველს” განუცხადა.

“მოვუწოდებ უმრავლესობის წარმომადგენლებს, გამოვიჩინოთ გონიერება და სახელმწიფოებრივი აზროვნება და არ მოხდეს ამ კანონპროექტის ჩავარდნა, ვინაიდან კარგად უნდა ხვდებოდეთ რა პროცესი მოყვება მის ჩავარდნას. ერთი კითხვა მაქვს, რომელსაც პასუხი უბრალოდ ვერ მოვუძებნე. ქართული ოცნება თუ ერთი პოლიტიკური გუნდია, დავიჯერო მაჟორიტარ ბერიას უფრო მეტი წონა აქვს, ვიდრე ივანიშვილს? როგორ არის, რომ ჯერ წარადგინეს ინიციატივა და მერე შიგნით ხდება დისკუსია, უნდათ თუ არა ეს. ყველაფერი იყო პოლიტიკური მელაკუდობა და ასეთი თამაში საზოგადოებასთან დაუშვებელი.
თუ ჩავარდა კანონპროექტი, პასუხისმგებლობას ვაკისრებ ხელისუფლებას. ეს იქნება საპროტესტო აქციებით. იმიტომ, რომ ეს პროცესი გადავა ქუჩაში”, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად