ინაშვილი: ეს არის პირდაპირი ბრძოლა ეკლესიის დისკრედიტაციისთვის და ბრძოლა პატრიარქის წინააღმდეგ

“ეს არის პირდაპირი ბრძოლა ეკლესიის დისკრედიტაციისთვის და ბრძოლა პატრიარქის წინააღმდეგ”,-​ასე გამოეხმაურა ბოლო დღეებში საპატრიაქროსთან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებს “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერი, ირმა ინაშვილი პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე.

“მინდა, გამოვეხმაურო ეკლესიის ირგვლივ მიმდინარე უმძიმეს პროცესებს და პირდაპირ ვთქვა, რომ ეს არის პირდაპირი ბრძოლა ეკლესიის დისკრედიტაციისთვის და ბრძოლა პატრიარქის წინააღმდეგ. ყველას მინდა ვუთხრა, ნამდვილად არ დავტოვებთ მარტო დედა ეკლესიას და პატრიარქს. ეს ბრძოლა დღეს არ დაწყებულა, დაიწყო ვარდების რევოლუციიდან”,-განაცხადა ინაშვილმა.

შეგახსენებთ: 26 ოქტომბერს, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ორი დღის წინ განაცხადა, რომ მას პატრიარქის გადაყენებასთან დაკავშირებით „ეჩალიჩებოდნენ“. ამ საკითხზე საუბრისას მეუფე იაკობმა აღნიშნა, რომ შეხვედრა მაშინდელი პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის კაბინეტში შედგა, რომელსაც, მისივე თქმით, ვახტანგ გომელაური და გიორგი გახარია ესწრებოდნენ. დღეს კი, მეუფე იაკობი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსობიდან გათავისუფლდა. იგი ასევე გათავისუფლდა საფინანსო-ეკონომიკური საბჭოს თავმჯდომარეობიდან.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად