ინაშვილი: ერთი კვირით დამნიშნონ მთავარ პროკურორად, სააკაშვილს ავიყვან და ყველა ძებნილს ჩამოვიყვან

ლიეჟში მიხეილ სააკაშვილისა და მისი მომხრე ემიგრანტების შეხვედრა დიდი გაწევ-გამოწევით დასრულდა. სააკაშვილის მომხრე და მოწინააღმდეგე ემიგრანტები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.

საპარლამენტო უმცირესობა აცხადებს, რომ ლიეჟში მომხდარი დაპირისპირება ხელისუფლების მიერ იყო პროვოცირებული.სალომე სამადაშვილის განცხადებით, ეს იყო უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სამარცხვინო ფაქტი.

საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელი ირმა ინაშვილი აცხადებს, რომ სააკაშვილმა ვერც ლიეჟში მოახერხა ხალხის შეკრება და ვერც თბილისში.

“მე დამნიშნონ ერთი კვირით მთავარ პროკურაორად, ერთ კვირაში ავიყვან სააკაშვილს და ჩამოვიყვან ყველა ძებნილს იქედან” – განაცხადა ირმა ინაშვილმა ლიეჟის თემაზე კომენტირებისას.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...