ინაშვილი კრამერს: შეურაცხყოფა მიაყენეთ საქართველოს პარლამენტის წევრს, ბოდიში მომიხადეთ!

ასე მიმართა “პატრიოტთა ალიანსის” წევრმა, პარლამენტის ვიცესპიკერმა ირმა ინაშვილმა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილ თანაშემწე , დევიდ კრამერს, საერთაშორისო კონფერენციაზე, რომელიც „მაკკეინის ინსტიტუტი საერთაშორისო ლიდერობისთვის“ და „ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის“ ორგანიზებით მეორე დღეა თბილისში, სასტუმრო “რუმსში” ტარდება.

“მე მგონი ყველა განერვიულდა და მე დარბაზს ვთხოვ მშვიდად ვიყოთ, არაფერი პროვოკაცია არ იყო და არც მოხდება. ჩვენ ვართ ცივილიზებული ადამიანები და ყოველთვის მომხრე ვართ სიმშვიდის, წესრიგის და არა დესტრუქციის.

ძალინ საინტერესო კონფერენციაა, რომელიც მიმდინარეობს საქართველში და საინტერესო გამომსვლელები არიან, ყველას მივესალმები. სამწუხაროა რომ ჩვენი საპარლამენტო პარტია “პატრიოტთა ალიანსი” არ იყო მოწვეული ამ კონფერენციაზე, თორემ მივიღებდით მონაწილეობას.

როცა მე ვიყავი ჟურნალისტი, დაახლოებით 18-19 წლის  და ვაშუქებდით აშშ-ში საქართველოს მაშინდელი პრეზიდენტის ვიზიტებს, მაშინ ჩვენ ამერიკელი პოლიტიკოსები გვეუბნებოდნენ, იცით რა არის მთავარი მონაპოვარი? პოლიტიკური პლურალიზმი, აი ეს არის დემოკრატია. რაც ნიშნავ იმას, რომ როდესაც ჩემზე, როგორც პოლიტიკურ პარტიაზე ლაპარაკობენ კონფერენციის მონაწილეები და გუშინ ჩვენზე იყო დიდხანს საუბარი, მეც უნდა მქონდეს გამოსვლის საშუალება. რამდენიმე ცინიკური შეფასება მოვისმინე დარბაზში მსხდომი სხვადასხვა წარმომადგენლებისგან. ეს არ ეხება. და მინდა ასევე გამოვეხმაურო ბატონ ბოკერიას გამოსვლას, რომელმაც ძირითადად ჩვენზე ილაპარაკა.

ჩვენ ვართ ჩვენი ქვეყნის პატრიოტები, საქართველოს პატრიოტები პირველ რიგში. ჩვენ ვაფასებთ დასავლეთის დახმარებას და ურთიერთობას საერთაშორიო პარტნიორებთან. მაგრამ, ის რაც ჩვენზე გუშინ ითქვა და ბევრი ციტატა დამახინჯებულად იყო წარმოდგენილი ბატონი ბოკერიას მხრიდან, ეს არი ტყუილი და ცილისწამება.

ისინი, ბოკერია-სააკაშვილები ცდილობენ თქვენზე შეინარჩუნონ მონოპოლია და თქვენ მუდმივად გიმტკიცებდნენ, აი, ჩვენ ვარ პროდასავლურები. ხოლო ესენი ქვეყნის მტრები და აგენტები არიან, ჩვენ, ქართველი ხალხი.

დასავლურობა მათ როგორ ესმით იცით, როგორც ადამიანთა წამება, რასაც აკეთებდნენ, მიტინგების დარბევა, ბიზნესმენების ქონების წართმევა, რასაც აკეთებდა სააკაშვილი და ბოკერია,არჩევნების გაყალბება, ქვეყნის ტერიტორიების 22%-ის ჩაბარება მოწინააღმდეგისთვის. ადამიანთა წამება, მკვლელობა, აქციების დარბევა, ეს დასავლური ღირებულებებია? აი, ჩემი პირველი შეკითხვა ეს არის.

მე ზუსტად ვიცი, რომ ეს არ არის დასავლური ღირებულებები, ეს არის ბოლშევიზმი და ფაშიზმი. ჩვენ ვართ “საქართველოს პატრიოტები” ნამდვილად ქართული პარტია და დასავლური აზროვნების პარტია.

ამიტომ იცოდეთ, როცა ბოკერიები, სააკაშვილები და მათი  ექსპერტები ჩვენზე საუბრობენ, ყველაფერი ტყუილია.

მე გაგახსენებთ სულხან მოლაშვილის წამების ფაქტს, თუ არ იცით მოგიყვებიან შემდეგ და მეორე, ძალიან საინტერესო თეზისები ითქვა აქ და ხაზგასმული იყო, რომ აუცილებელია პირდაპირი დიალოგი რუსეთთან, მაგრამ ეს გადაწყვეტილება უნდა მიიღოს საქართველოს მთავრობამ.

საუბარია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის სხვადასხვა კონცეფციაზე. რა კონცეფციას გვთავაზობთ თქვენ, რომ ეს იყოს დანაკარგების გარეშე,  ამან არ გამოიწვიოს ახალი ტერიტორიების დაკარგვა ჩვენთვის და ეს მოხდეს მშვიდობიანად

ბატონო კრამერ, თქვენ მე ბოდიში უნდა მომიხადოთ, იმიტომ რომ თქვენ გადააბიჯეთ და შეურაცხყოფა მიაყენეთ საქართველოს კონსტიტუციას და საქართველოს პარლამენტის წევს, ბოდიში მომიხადეთ!” – ასე მიმართა ირმა ინაშვილმა საერთაშორიო კონფერენციის მონაწოლეებს, სადაც არ იყო მიწყვეული.

შეგახსენებთ, ირმა ინაშვილი საერთაშორისო კონფენეციაზე მივიდა და დასწრების სურვილი გამოთქვა, თუმცა არ ყოფილა მიწვეული. რა დროსაც ინიაშვილსა და დევიდ კრამეს შორის ინციდენტი მოხდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...