ინაშვილი დეპუტატებს: ხალხი ყველას ფეხებზე გკიდიათ! ეს არის სიმართლე! (ვიდეო)

ამის შესახებ, “პატრიოტთა ალიანსის” წევრმა, ირმა ინაშვილმა პარალამენტში, პრენალურ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

“ძალიან მძიმე შთაბეჭდილებას ტოვებს ყველაფერი რაც ხდება ამ დარბაზში. მძიმე შთაბეჭდილებას ტოვებს ქართველი ხალხის გადმოსახედიდან, რომელიც ახლა ტელეეკრანებიდან თვლას ადევნებს ამ სხდომას.

ძალიან მძიმე შთაბეჭდილებას ტოვებს ის რომ ახლოვდება არჩევნები, იწევს ტემპერატურა, არის ასეთი ვნებათაღელვა! ხალხი ყველას ფეხებზე გკიდიათ თქვენ! ეს არის სიმართლე! ამ ქვეყანაში აღარ არის პერსპექტიის განცდა!

არც ამ ოპოზიციას, ვინა ხართ რა ხართ, ან ამ უმრავლესობას თუ ვინ ხართ რა ხართ, ხალხის ბედი არ გაინტერესებთ, მთავარია თქვენი პარტიები რქებით გაიტანოთ 2020 წელს”,-ამბობს ირმა ინაშვილი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად