ინაშვილი: ჩვენ ბევრგან ვიგებთ

“პატრიოტთა ალიანსის“ თბილისის მერობის კანდიდატის ირმა ინაშვილის განცხადებით, ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებზე მეორე ტური გაიმართება. თუმცა, ინაშვილი დარწმუნებულია, რომ “პატრიოტთა ალიანსი“ ბევრ მუნიციპალიტეტში გამარჯვებას მოიპოვებს.

“ქართული ოცნების“ მხრიდან პროვოკაციას ველით ახალქალაქში. ჩვენ ბევრ რაიონს ვიგებთ, ბორჯომშიც ვიგებთ, ყოველგვარი მეორე ტურის გარეშე, მაგრამ ამ ხელისუფლების პირობებში ჩვენ უნდა დავუშვათ მეორე ტურების ალბათობა.

რაც შეეხება თბილისს, აქ რეალურად რომ ტარდებოდეს არჩევნები, გარწმუნებთ, სულ სხვა რეალობა იქნებოდა. მაგრამ დღეს ეს არჩევნები ტარდება "ქართული ოცნების" პოლიტიკური ნებიდან გამომდინარე.

ამიტომ ვხედავთ ჩვენ იმ კვლევებში, თითქოს ბოკერიას პოლიტიკური ჯგუფი გვისწრებენ რაღაცაში. ვერსად ვერ გვისწრებს ბოკერიას პოლიტიკური ჯგუფი“,-აღნიშნა ირმა ინაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად