ინაშვილი ბოკერიას: პოლიტიკიდანაც თუ წახვალ ციხეში, ძალიან დამავალებ, ეგ დროც მალე მოვა

პოლიტიკიდანაც თუ წახვალ ციხეში, ძალიან დამავალებ, ეგ დროც მალე მოვა ,-ასე მიმართა “პატრიორტთა ალიანსის” ლიდერმა ირმა ინაშვილმა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერს, გიგა ბოკერიას პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე.

“ვაიმე, ბატონო გიგა, ნუ მომისმენთ, საერთოდ არ მაქვს პრეტენზია, რომ დარბაზში დარჩეთ. პოლიტიკიდანაც თუ წახვალთ ციხეში, ძალიან დამავალებთ. ეგ დროც ძალიან მალე მოვა, გარწმუნებთ მაგაში”,-მიმართა ინაშვილმა ბოკერიას.

მან ასევე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენაზეც ისაუბრა და დასძინა, რომ დიპლომების საკითხი დიდ უხერხულობაში გადაიზარდა.

“შთაბეჭდილება ძალიან მძიმეა, ეს ყველა კანდიდატს ეხება. მგონი, პირველი, მთავარი თემა, რაც არის, დიპლომების საკითხი დიდ უხერხულობაში გადაიზარდა. ყველას მინდა ვთხოვო მომავალშიც, სავარაუდო კანდიდატებს, რომლებიც კანდიდატურებს წარმოადგენენ, მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდოს ყველა საკუთარი განათლების საკითხს და იმ სტანდარტით წარდგნენ პარლამენტში, საერთოდ მართლმსაჯულების სისტემაში, რა სტანდარტიც ჩვენს სახელმწიფოში აღიარებული გვაქვს”,-აღნიშნა ირმა ინაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად