იმუნიზაციის პროცესში ჩართვის სურვილი იმერეთში 1344-მა პირმა გამოთქვა

 იმერეთში ,,ფაიზერით“ ვაქცინაცია უკვე დაწყებულია. ამ დროისთვის პორტალზე რეგიონის მასშტაბით 1344 ჯავშანია გაკეთებული. დღის განმავლობაში 84 მოქალაქე აიცრება. დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოს ხელმძღვანელის გოჩა გიორგიძის შეფასებით, ამ ეტაპზე აცრის მსურველთა აქტივობაა ნორმალურია.

 ვაქცინაცია დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ცენტრში მიმდინარეობს. პარალელურად გრძელდება ასტრა ზენეკათი აცრის პროცესი. ამ დროისთვის სულ 350-მდე პირია აცრილი. იმერეთში ფაიზერით აცრისთვის ერთი, ასტრაზენეკათი ვაქცინაციისთვის კი ორი პუნქტია გახსნილი.
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...