იმპორტირებული ელექტროენერგიის წილი მოხმარებელთათვის მიწოდებულ ელექტროენერგიაში ისტორიულ მაქსიმუმზეა

საქართველოს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორი (ესკო) მიმდინარე წლის 10 თვის ელექტროენეგიის ბალანსის შესახებ მონაცემებს აქვეყნებს

ესკოს მონაცემების თანახმად, მიმდინარე წლის იანვარ-ოქტომბერში მომხმარებელს 11 203,1 მლნ კვტსთ ელექტროენერგია მიეწოდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 1 312,2 მლნ კვტსთ-ით ანუ 13,3%-ით მეტია.

მომხმარებლისთვი მიწოდებულ ელექტროენერგიაში იმპორტის წილი შეადგენს 1 724,5 მლნ კვტსთ -ს.

ესკოს ინფორმაციის თანახმად, მიმდინარე წლის ნოემბერ-დეკემბერში, შესაბამისად, 141 და 115 მლნ კვტსთ ელექტროენერგიის იმპორტია ნავარაუდები.

ნოემბერ-დეკემბერში მომხმარებლისთის მისაწოდებელი ელექტროენეგიის მოცულობის ოქტომბრის დონის შეანარჩუნების შემთხვევაში და 2021 წლის განმავლობაში მომხმარებლისთვის მიწოდებული ელექტროენერგის მოცულობა 13500 მლნ კვტსთ-ს, ხოლო მასში იმპორტის წილი 1 980 მლნ კვტსთ-ს მიაღწევს.

ესკოს ვებ გვერდზე ელექტროენერგიის ბალანსის შესახებ 2007 წლიდან დღემდე განთავსებული მონაცემების ურიერთშედარება ცხადყოფს, რომ 2021 წელი რეკორდულია როგორც მომხმარებლისთვის მიწოდებული ელექტროენერგიის მოცულობით, ისე მასში იმპორტის წილით.

 

კომენტარები
იტვირთება...