საქართველოს ელექტროენერგიის ბალანსის შესახებ არსებული სტატისტიკური მონაცემების თანახმად, 2023 წლის იანვარ-მაისში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით იმპორტირებული ელექტროენერგიის მოცულობა შემცირებულია, ხოლო ექსპორტით გატანილი ელექტროენერგიის მოცულობა კი გაზრდილია 

2022 წლის იანვარ-მაისში საქართველოში იმპორტირებული იყო 1 მილიარდ 174 მილიონ 114 ათასი კვტსთ ელექტროენერგია, წელს კი საქართველოში იმპორტით 600 მილიონ 329 ათას 65 კვტსთ ელექტროენერგია შემოვიდა.

იმპორტირებული ელექტროენერგიის მოცულობა 2023 წლის 5 თვეში 573 მილიონ 784 ათას 935 კვტსთ-ით ანუ 51,1% არის შემცირებული.

2023 წლის იანვარ-მაისში საქართველოდან ექსპორტირებულია 415 მილიონ 892 ათასი კვტსთ ელექტროენერგია, რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 143 მილიონ 792 ათასი  კვტსთ-ით ანუ 52,9%-ით აღემატება.

საქართველოდან ექსპორტირებული ელექტროენერგიის 84,9 თურქეთის, 14,7% კი სომხეთის წილად მოდის.