იმპიჩმენტის საქმეში, დემოკრატები ბრალს დებენ ტრამპს, არჩევნების შესახებ სიცრუით მომხრეების წაქეზებაში

აშშ-ის დემოკრატმა კანონმდებლებმა 10 თებერვალს წარადგინეს დონალდ ტრამპის წინააღმდეგ იმპიჩმენტის საქმეში მასალები, სადაც ისინი ამტკიცებენ, რომ ყოფილი პრეზიდენტი აშშ-ის კაპიტოლიუმზე იერიშის დროს არ ყოფილა უდანაშაულო მეთვალყურე, არამედ ის იყო „მთავარი წამქეზებელი“ სისხლიანი არეულობის დროს.

წარმომადგენელთა პალატის წევრმა დემოკრატმა კანონმდებლებმა, რომლებიც პროკურორების როლში გამოდიან, საქმის განხილვის მეორე დღეს რამდენიმე საათის განმავლობაში წარმოადგინეს მტკიცებულებები კონგრესზე შეტევის, ასევე ტრამპის გამოსვლების ვიდეოჩანაწერების ფრაგმენტების და ტვიტერით გაკეთებული განცხადებების ჩათვლით.

მერილენდელმა წარმომადგნელმა, ჯეიმი რასკინმა, პალატის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა, განაცხადა, რომ მტკიცებულებებიდან ჩანს, რომ ტრამპის კომენტარები მხოლოდ რიტორიკული არ ყოფილა და რომ ისინი „იარაღისკენ“ პირდაპირი მოწოდება იყო.

დემოკრატები ტრამპს ბრალად დებენ, რომ მან შეაგულიანა მომხრეები 3 ნოემბერის არჩევნების შესახებ სიცრუით, რომ ის იქნა მოპარული და მიმართავდა მათ, რომ ეს იყო მათი პატრიოტული მოვალეობა, ებრძოლათ გამარჯვების დასაბრუნებლად. მათი თქმით, ტრამპმა ხელიდან გაუშვა შესაძლებლობა, მოეწოდებინა დემონსტრანტებისთვის, არ დაეშვათ ძალადობა და ამის ნაცვლად გააორმაგა თავისი რიტორიკა, არაერთხელ განაცხადა, რომ მათ არ უნდა აღიარონ არჩევნების შედეგები.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...