იმპერატორის თასის მოპოვების შანსი სამ რიკიშს დარჩა და მათ შორის ერთი ტოჩინოშინია

ტოკიოში, ნაცუცუ ბაშოზე, მეთერთმეტე დღის შეხვედრების შემდეგ სიტუაცია საოცრად დაიძაბა.

დღევანდლამდე სამი რიკიში იყო დაწინაურებული 9-9 მოგებით – ასანოიამა, ტოჩინოშინი და კაკარიუ და ყველაზე კარგი შანსები იმპერატორის თასის მოპოვების, ბუნებრივია, მათ ჰქონდათ. შანს ინარჩუნებდნენ აგრეთვე ოძეკები – ტაკაიასუ და გოეიდო.

დღეს დოჰიოზე პირველი ჩამოთვლილთაგან ყველაზე დაბალი წოდების მქონე, დასავლეთის მე-8 მაეგაშირა გამოვიდა და განაგრძო გამარჯვებების სერია – მე-10 მოგება მიითვალა. მის შემდეგ დოჰიოზე გასულ ტოჩინოშინს უკვე მეორედ უგანეს მოულოდნელად და ლევანი დამარცხდა.

ამის შემდეგ კი… მიჯრით დამარცხდნენ ოძეკები – გოეიდო და ტაკაიასუ. სიურპრიზები ამით არ დამთავრებულა, იოკოძუნა კაკარიუმაც წააგო.

ამრიგად, ნაცუ ბაშოს განვლილი 11 დღის შემდეგ ასანოიამას 10 გამარჯვება აქვს, კაკარიუს და ტოჩინოშინს კი ცხრა-ცხრა. სწორედ ამ სამი რიკიშიდან ერთ-ერთი გახდება იმპერატორის თასის მფლობელი, დანარჩენები ასანოიამას სამი, ხოლო ტოჩინოშინს და კაკარიუს კი ორი მოგებით ჩამორჩებიან, ბაშოს დასრულებამდე კი მხოლოდ ოთხი დღე დარჩა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...