იმნაძე: ვეღარ დავითვლით საქართველოში კუბოებს, ეს გვინდა? დავრჩეთ სახლში!

ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ “მოამბესთან” განაცხადა.

„აქ საუბარია არა მხოლოდ ეკონომიკურ დანაკარგებზე, აქ საუბარია ადამიანების სიცოცხლეზე, ნაკლები ადამიანის სიცოცხლის ხარჯზე გავუძვრებით ამ ეპიდემიას, თუ არა მოგველის ის, რაც იყო იტალიაში, ვეღარ დავითვლით საქართველოში კუბოებს, ეს გვინდა? დავრჩეთ სახლში!.

ქვეყანაში არის ფართო შიდა გადაცემა დაწყებული. ეს რას ნიშნავს – ეს ნიშნავს, რომ დღეს ჩვენს გვერდით არიან ინფიცირებული ადამიანები, რომლებმაც არ იციან, რომ არიან ინფიცირებულები, ისინი გადამდები ხდებიან უკვე სიმპტომების დაწყებამდე ერთი დღით ადრე. ანუ შეიძლება იმ დღეს არაფერი ჰქონდეს. როდესაც მცირედ გამოხატული სიმპტომები აქვთ, უკვე გადამდები არიან. ასეთები დღეს ჩვენს გარშემო არიან. ჩვენ არ ვიცით ისინი ვინ არიან, ამიტომ ვამბობთ ამდენი ხანია, რომ შიდა გადაცემა დაიწყო. ყველა ეს ღონისძიება რატომ ტარდება, რადგან შიდა გადაცემა უკვე დაიწყო. გავიგოთ ეს, რომ ჩვენ გარშემო არიან ინფიცირებული ადამიანები, რომლებმაც არ იციაა, რომ არიან ინფიცირებულები. ისინი მოვლენ თქვენთან სტუმრად და თქვენ გაგხდიან ყველას ავად. ისინი მივლენ ეკლესიაში და გახდიან იქ ყველას ავად. გავიგოთ ეს“,- განაცხადა პაატა იმნაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად