იმნაძე: ვაკვირდებით სიტუაციას- ბოლნისი ორშაბათიდან უნდა გაიხსნას, თუმცა, ეს მარნეულს ვერ შეეხება

ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძემ „POSTV“- ის ეთერში განაცხადა.

“საუბარი იყო ბოლნისის გახსნაზე, სადაც მართლა ფართომასშტაბიანი კვლევები ჩავატარეთ.  საბედნიეროდ, იქ აღმოჩენილი შემთხვევები უკვე ცნობილ კლასტერებთან იყო დაკავშირებული. მარნეული, რომელიც ორშაბათიდან უნდა გაიხსნას, დავაკვირდებით სიტუაციას. იქ შესაძლებელია, თუმცა, სამწუხაროდ, ეს ბოლნისს ვერ შეეხება, განსაკუთრებით ყველაზე უფრო დასენიანებულ სოფლებს. უკვე დამცინიან, როცა ვამბობ, რომ ვირუსი არ გამქრალა, ვირუსი ჩვენთან არის და ჩვენ უნდა ვისწავლოთ ვირუსთან ერთად ცხოვრება”-განაცხადა პაატა იმნაძემ.

რაც ეხება ბოლნისის კლასტერიდან ახლად დადასტურებულ 15 შემთხვევას, პაატა იმნაძის განმარტებით, სოფელ გეტას შემთხვევებში უკვე ყველაფერი გარკვეულია, მეორე სოფელში ხვალ დილიდან დაიწყება სამუშაოები.

“სხვათაშორის, ანალიზები ჯერ არ დასრულებულა, კიდევ ველოდებით პასუხებს. ამ სოფლების 80-მდე ანალიზი ჯერ კიდევ არ არის დასრულებული”-განაცხადა პაატა იმნაძემ.

შეგახსენებთ: დღეს, ბოლნისში კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

ქვეყანაში კორონავირუსი 667 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 383 უკვე გამოჯანმრთელდა, 12 პაციენტი კი გარდაიცვალა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად