იმნაძე: თვითიზოლაციის დამრღვევებზე ზომებს ნელ-ნელა გავამკაცრებთ, ზოგ შემთხვევაში ეს მეზობლებმა შეგვატყობინეს

თვითიზოლაციის დამრღვევებზე ზომებს ნელ-ნელა გავამკაცრებთ, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ “ტვ პირველის” ეთერში, გადაცემაში “ხალხის პოლიტიკა” განაცხადა.

მისი თქმით, ჰქონდათ შემთხვევები, როდესაც ეს მეზობლებმა შეატყობინეს.

“მოგეხსენებათ, უკვე გამკაცრდა ჩამოსვლა იტალიიდან ჩამოსულ ჩვენს თანამოქალაქეებთან მიმართებით. ჯერ კარანტინში თავსდება სულ ყველა და შემდეგ გადაწყდება, ვისი გაშვება შეიძლება თვითიზოლაციაში. ეს ეხება სხვა ქვეყნებიდან ჩამოსულებსაც. სახელმწიფო ნელ-ნელა გაამკაცრებს ღონისძიებებს, იმ მოქალაქეების მიმართაც ვინც არღვევს თვითიზოლაციის წესებს. ჯერჯერობით, სიტუაცია საბედნიეროდ მართვადია და არ გვაქვს შიდა გადაცემა. როდესაც შიდა გადაცემა დაიწყება, სიტუაცია ბევრად უფრო რთული იქნება.

ჩვენ გვქონდა შემთხვევები, როდესაც მეზობლებმა შეგვატყობინეს, რომ ადამიანმა დაარღვია თვითიზოლაციის ნორმები. როდესაც ვიხილეთ სამწუხარო ფაქტი, როცა მოხდა თვითიზოლაციის წესების დარღვევა და ამას მოჰყვა სხვა ადამიანის დაავადება, ჩვენი საზოგადოება ცოტა უფრო პასუხისმგებლობით ეკიდებიან ამას და იმედი მაქვს, რომ კარგად გაითავისებენ ამას, რა რისკს უქმნიან ირგვლივ მყოფ, პირველ რიგში უახლოეს ადამიანებს”, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად