იმნაძე: შემოდგომის ბოლოდან ძლიერ მეორე ტალღას ველით, ზამ­თარში კი ეს ვირუსი ძალიან გააქტიურდება

ამის შესახებ დაავადებათა­ კონტ­რო­ლის ეროვნული ცენტრის დირექტ­ორის მოადგილე, პაატა იმნაძემ “კვირის პალიტრასთან” განაცხადა.

– ქვეყნის ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით, შემთხვევათა მატებას უნდა ველოდოთ თუ კლებას?
– აკრძალვების შერბილებისას შეიძლება შემთხვევათა რაოდენობამ მოიმატოს, ანუ ყველაფერი ისევ და ისევ მოსახლეობაზეა დამოკიდებული. ხალხს ჰგონია, რომ კორონა დამთავრდა, მაგრამ ის არსად არ წასულა, კვლავ ჩვენთან არის.

– დიდი ხნით?
– ერთი წელი მაინც… შემოდგომის ბოლოდან ძლიერ მეორე ტალღას ველით – ამის ალბათობა დიდია, ზამ­თარში კი ეს ვირუსი ძალიან გააქტიურდება.

– როგორ უნდა დავხვდეთ ამ მეორე ტალღას?
– ვიცხოვროთ კორონასთან ერთად. სოციალური დისტანცირება, დიდი თავყრი­ლობებისთვის თავის არიდება, ხელების ჰიგიენა და ნიღაბი – აი, ასეთია კორონასთან ერთად ცხოვრების წესი. თუ წესებს დავიცავთ, ზაფხულში ვირუსი­ ნაკლებად აქტიური იქნება.

– ზამთარში ხომ სხვა ვირუსებიც აქტიურდება და ეს როგორ ვითარებას შექმნის?
– რა თქმა უნდა, ეს უფრო დაამძი­მებს სიტუაციას, ამიტომ ჩვენ ვფიქრობთ, მეტი გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა შევიძინოთ, რომ გრიპმა­ და კორონამ ერთდროულად არ შემოგვიტიოს. რაც მეტი ადამიანი გახდება ავად, მით მეტად დაიტვირთება სამედიცინო სისტემა. ჩვენი მიზანია, ყველაფერი გაკეთდეს, რომ ჯანდაცვის სისტემამ­ ყველას პატრონობა­ შეძლოს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად