იმნაძე: სააკაშვილისთვის მადლობა არ გადამიხდია-ლუგარის ცენტრის ჩამოყალიბება ედუარდ შევარდნაძის დროს დაიწყო

ასე უპასუხა საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძემ კითხვას, გადაუხადა თუ არა მან მადლობა საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს ლუგარის ცენტრის შექმნისთვის.

მისი თქმით, ლუგარის ცენტრის შექმნა,ედუარდ შევარდაძის წერიოდში დაწიყო.
„მსგავსი განცხადება მე არ გამიკეთებია, ვინ, სად, რა ლენტი გაჭრა. მე კარგად ვიცი ისტორია მთელი ლუგარის ცენტრის ჩამოყალიბების. ეს დაიწყო შევარდნაძის მთავრობის დროს. ხელმოწერა პირველ ხელშეკრულებაზე არის თავად შევარდნაძის და კლინტონის. მეორეზე არის ხელმოწერა თავდაცვის მინისტრების, საქართველოსი და შეერთებული შტატების, ეს მოხდა 2002 წელს. შემდგომ იმ მთავრობის წევრებმაც მიიღეს მონაწილეობა პროექტის გაგრძელებაში. გადაწყვეტილებები მიღებული იყო 2002 წელს, ამას ხაზს ვუსვამ. ბენდუქიძის მონაწილეობა იყო ძალიან მნიშვნელოვანი“, – განაცხადა იმნაძემ.

წყარო საზოგადოებრივი მაუწყებელი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად