იმნაძე: რა დროს ტესტია, ხალხო, რა დროს ალგორითმია. გადახედეთ მონაცემებს, სხვა ქვეყნებში რა ხდება

“ნახტომისებური მატება იმიტომ იყო, რომ სახლში არ ვრჩებით; იმიტომ, რომ ვიღაც რომ გადის ოჯახიდან და ბრუნდება, არ ერიდება იმ ოჯახის წევრებს, რომლებიც სახლში უნდა იყვნენ, ამიტომ ხდება ეს ყველაფერი”.

ამის შესახებ  დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ საქართველოს პირველი არხის ეთერში განაცხადა და აღნიშნა, რომ საჭირო თუ გახდა, ზომები კიდევ უფრო გამკაცრდება.

იმ მოქალაქეების საპასუხოდ, რომლებიც ქუჩაში მცირე ხნით, სასეირნოდ გადიან,  პაატა იმნაძემ იმნაძემ აღნიშნა: „რომ დაემართებათ იგივე, რაც იტალიაში დაემართათ, მერე ვეღარ ისეირნებენ“.

მისი  თქმით, ქართველი მედიკოსები იმიტომ აჩერებენ ეპიდსიტუაციას, რომ „ყველას მისდევენ ბოლომდე“.

„თქვენგან მეტი არაფერი გვინდა ჩვენ, დარჩით სახლში. ჩვენ გავაკეთებთ ჩვენ საქმეს, თქვენგან მეტი არაფერი არ გვინდა, დარჩით სახლში, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

ტესტების შესახებ დასმული კითხვის პასუხად კი, იმნაძემ განაცხადა: „რა დროს ტესტია, ხალხო, რა დროს ალგორითმია. გადახედეთ მონაცემებს, გადახედეთ, სხვა ქვეყნებში რა ხდება, სადამდე მოვიყვანეთ ეს ქვეყანა ამ ტესტირებებით, რომ ვართ მშვიდად დღეს. 300 შემთხვევაა ქვეყანაში 5 500 კაცია ტესტირებული, მიზნობრივი ტესტირება მიდის, ეს არის მთავარი, თორემ ის კი არა, დადგე და ტყუილად ადამიანების რესურსი დახარჯო, ტესტებიც დახარჯო, ვისაც საჭიროა და არ არის საჭირო ტესტო. იტესტება, ვინც საჭიროა, რომ გაიტესტოს. ყველამ თავის საქმეს მიხედოს. ადამიანების საქმე არის დარჩნენ სახლში და ეგ არის მაგათი მოვალეობა. ჩვენ ჩვენს საქმეს გავაკეთებთ, ვინ გავტესტოთ და როგორ გავტესტოთ“, – აღნიშნა პაატა იმნაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად