იმნაძე: ფულის დეზინფექციისთვის ხსნარებისა და ცხელი უთოს გამოყენება საკმაოდ ეფექტურია

“საქართველოს ეროვნული ბანკი და სხვა კომერციული ბანკები ფულს დეზინფექციას დიდი ხანია უტარებენ”.

ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძემ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც პაატა იმნაძე ამბობს, ფული, ისევე როგორც სხვა ნებისმიერი ნივთი შეიძლება საფრთხის შემცველი იყოს, თუ ის ხელიდან ხელში გადაიცემა.

მისი თქმით, კორონავირუსი ნებისმიერი ნივთიდან შესაძლოა გადაედოს ადამიანს. რაც შეეხება ფულთან კონტაქტს, აუცილებელია კონკრეტული რეკომედანციების გათვალისწინება.

„არაა ლაპარაკი მხოლოდ ფულზე, რომელიც ხელიდან ხელში გადადის. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა ეს საფრთხილოა. ასეთ შემთხვევაში სადეზინფექციო ხსნარებისა და ცხელი უთოს გამოყენება საკმაოდ ეფექტურია“-  განაცხადა პაატა იმნაძემ.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად