იმნაძე: ორსული ქალის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ვინაიდან ორსულია, ამიტომ მოხდა მისი გადმოყვანა თბილისში

ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

“როგორც მოგახსენეთ ჩვენი ჯგუფები მუშაობენ მუდმივად მარნეულის და ბოლნისიც რაიონებში და ყველა კონტაქტის გამოვლენა მიმდინარეობს, ასევე ყველა შესაძლო შემთხვევის გამოკვლევა მიმდინარეობს. ისინი იღებენ მასალას. ეს ქალბატონი ჩვენი ჯგუფის მიერ არის აღმოჩენილი, რომ ის არის ინფიცირებული. მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, უბრალოდ ის არის ორსული, ამიტომ მოხდა მისი გადმოყვანა თბილისში”, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად