იმნაძე: ნუ აყვებით პანიკას, მგონი, ვუხანში არ არის ასეთი ნერვიული სიტუაცია, როგორიც ჩვენთან

“თვითონ ქალაქ ვუხანში არ არის ასეთი ნერვიული სიტუაცია, როგორიც ჩვენთან არის შექმნილი”- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ “ტვ პირველს” განუცხადა.

“მოვუწოდებ ყველას, ნუ აყვებიან პანიკას. თუ რამე იქნება, ჩვენ გვეცოდინება პირველებს და ჩვენ გავაგებინებთ მოსახლეობას. ადამიანები ანერვიულებულები არიან, გაღიზიანებულები არიან, ყველა ასეთი (არასწორი) ინფორმაცია იწვევს (პანიკას). მე მგონი, თვითონ ქალაქ ვუხანში არ არის ასეთი ნერვიული სიტუაცია, როგორიც ჩვენთან არის შექმნილი”,-ამბობს იმნაძე.

შეგახსენებთ, სოფელ ბაკურციხეში ჩინეთიდან ჩამოსულ 22 წლის ქალს ვირუსი აქვს. კონტროლის ეროვნული ცენტრის კახეთის რეგიონული განყოფილების უფროსის ნელი ხიზანიშვილის ინფორმაციით, პაციენტს სიმპტომების მიხედვით კორონავირუსი არ აქვს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად