იმნაძე “ნაცმოძრაობაზე”: ახლა პიარისა და ქულების დაწერის დრო არ არის, ამდენი ტვინი ყველას ხომ უნდა ჰქონდეს?!

ახლა პიარისა და ქულების დაწერის დრო არ არის, – ასე პასუხობს დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე ზუგდიდის ინციდენტზე დასმულ შეკითხვას.

“არ არის ახლა პიარის დრო და იმის დრო, რომ ვიღაცამ ქულები დაიწეროს. ხომ შეიძლება, რომ ევლოთ კარდაკარ და ჩამოერიგებინათ და არ გამოიწვიონ მოსახლეობის შეკრება. ამდენი შეგნება და ტვინი ხომ ყველას უნდა ჰქონდეს”, – განაცხადა ნიკა მელიამ.

შეგახსენებთ, ზუგდიდში “ნაცმოძრაობის” და “სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის” წარმომადგენლებმა პირბადეები, სამედიცინო ხსნარები და ხელთათმანები დაარიგეს. სამედიცინო აღჭურვილობის მისაღებად ადგილზე ათობით ადამიანი იყო შეკრებილი.  ინიციაატივა ექსპრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს ეკუთვნოდა

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად