იმნაძე: მუშევანი ის სოფელია, სადაც საქართველოში ყველაზე მეტად არ სჯერათ, რომ კორონა არსებობს

“სამწუხაროდ, მუშევანი ის სოფელია, სადაც საქართველოში ყველაზე მეტად არ სჯერათ, რომ კორონა არსებობს.”

ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძემ „POSTV“- ის ეთერში განაცხადა.

როგორც პაატა იმნაძემ აღნიშნა, მას პრესსმასახური ატყობინებს, რომ არიან ადამიანები, რომლბსაც კორონას არსებობის არ სჯერათ და მუშევანი არის სწორედ ის ადგილი, სადაც ყველაზე მეტად არ სჯერათ.

„ქვემო ქართლის დასენიანებულ სოფლებში ავადობა არის თითქმის ისეთი, როგორც გერმანიაში. მაშინ როდესაც, მთელს საქართველოში საბედნიეროდ ავადობა ძალიან ნაკლებია, ამ დასენიანებულ არეებში ავადობა გვაქვს დაახლოებით 180-ჯერ მეტი, ვიდრე მთლიანად საქართველოში“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

შეგახსენებთ: დღეს, ბოლნისში კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

ქვეყანაში კორონავირუსი 667 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 383 უკვე გამოჯანმრთელდა, 12 პაციენტი კი გარდაიცვალა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად