იმნაძე მრევლს: დავიცვათ ჩვენი დედა ეკლესია, ჩვენი მღვდელმთავრები – ნუ მიხვალთ ეკლესიაში

მის შესახებ ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის გენერალურმა დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძემ განაცხადა.

“მე ყოველთვის ვცდილობ ნებისმიერი ჩვენი აკრძალვა იყოს საფრთხის ადეკვატური. ამავე დროს მინდა კარგად გავითავისოთ ყველამ, რომ 2 კვირის წინ რა რჩევებსაც ვიძლეოდით, აი იმის დაცვა არ დაცვა ჩნდება დღეს.
დღეს რა რჩევებსაც ვიძლეოდით, რა აკრძალვებსაც ვამბობთ, მისი ეფექტი გამოჩნდება 2 კვირის შემდეგ.
მე მინდა მივმართო მრევლს, მორწმუნე ქრისტიანებს, დავიცვათ ჩვენი დედა ეკლესია, დავიცვათ მღვდელმთავრები ეკლესიაში არმისვლით, სახლში ლოცვით. დავიცვათ არა მარტო ამ ვირუსისგან, არამედ სხვა ვირუსებისგანაც. დავიცვათ ჩვენი ეკლესია ნუ მიხვალთ ეკლესიაში, ილოცეთ სახლში, ეკლესიის კარი ვერ დაიკეტება, იქ იქნებიან მამაოები, რომლებიც ილოცებენ ჩვენთვის.
ჩვენ სახლში ვილოცოთ ერთმანეთისთვის და ჩვენი ქვეყნისთვის”,-აცხადებს პაატა იმნაძე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად