იმნაძე: მოსახლეობის სწრაფი ტესტებით გამოკვლევამდე მთავარია, დროულად ვიპოვოთ შესაძლო ინფიცირებულები

ასე უპასუხა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძემ „აიპრესის“ კითხვას.

აიპრესი: იგეგმება თუ არ რეგიონში მაცხოვრებლი რისკ ჯგუფში შემავალი, ანუ საპენსიო ასაკის პირების სწრაფი ტესტირება?

პაატა იმნაძე: „ყველა ტესტს აქვს თავის გამოყენების სტრატეგია და შემდეგ ტაქტიკა, რა ეტაპზე რა პრაქტიკით უნდა ვისარგებლოთ.

რა როდის დაიგეგმება ეს ყველაფერ წინასწარ გამოცხადდება თუ რა ჯგუფებზე, ჯერჯერობით ჩვენთვის მთავარია, დროულად ვიპოვოთ შესაძლო ინფიცირებული და მაქსიმალურად შევანელოთ ინფექციის გავრცელება და რა ჯგუფებს გამოვიკვლევთ და როდის გამოვიკვლევთ, ეს ყველაფერი რა თქმა უნდა მოსახლეობას ეცნობება“

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად