იმნაძე: მოგმართავთ ვინც 9-10 და 11 აგვისტოს ქობულეთში, კაფე “ჰავანა”-ში იყავით, თუ სიმპტომები გამოვლინდა, მიმართეთ ცხელების ცენტრს

ქობულეთში კაფე- ბუნგალო “ჰავანა”-ს პერსონალა, რომელიც თბილისიდან სამუშაოდ იყო ჩასული covid19 დაუდასტურდა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ იმ ადამიანებს მიმართავს, ვინც “ჰავანა” -ში 9, 10 და 11 აგვისტოს იმყოფებოდნენ.

„ერთი არასასიამოვნო შემთხვევაა ჩვენთვის, ქობულეთში გამოვლინდა კორონა ვირუსის შემთხვევა. ქალბატონი ჩასულია თბილისიდან, სამუშაოდ ქობულეთში. არის ასეთი კაფე – ბუნგალო „ჰავანა“ ქობულეთში. რა თქმა უნდა ბუნგალოში მომუშავე პერსონალი უკვე მოკვლეულია და გადაყვანილია იზოლაციაში. მაგრამ, 9-10 და 11 აგვისტოს ვინც იყო ვიზიტორები ამ კაფეში, მინდა მაქსიმალურად გავაფრთხილო, ფრთხილად იყვნენ, თუ ოდნავ რამე სიმპტომები გამოუვლინდებათ, მიმართონ ცხელების ცენტრებს, რომელიც საქართველოს მთელ ტერიტორიაზეა. თვითონ ქობულეთში და სხვაგანაც“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად