იმნაძე: მძიმე პაციენტების რაოდენობა არ გაზრდილა. საერთო ჯამში დაგვემატა 5 ახალი პაციენტი

ამის შესახებ დაავადება კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა და განმარტა, რომ  ხუთი ახალი პაციენტიდან სამზე ეპიდემიოლოგიური სურათის შეცვლას არ ელოდებიან, თუმცა ორ შემთხვევაში „ძალიან ღრმა კვლევა ტარდება.“

„მძიმე პაციენტების რაოდენობა არ გაზრდილა. საერთო ჯამში დაგვემატა ხუთი ახალი პაციენტი. მათი მდგომარეობა არ არის საგანგაშო, ერთადერთი, რაც იწვევს ჩვენს განსაკუთრებულ ყურადღებას, არის კიდევ ორი პაციენტი, რომლებზეც ახლა ძალიან ღრმა კვლევა მიმდინარეობს. სამ პაციენტზე ეპიდემიოლოგიური სურათის შეცვლას არ ველოდებით, ორი საკარანტინო ზონიდანაა და ერთი უკვე დადგენილი კლასტერის კონტაქტია. ამ შემთხვევაში, ჩვენ არავითარი შეშფოთების საფუძველი არ გვაქვს, თუმცა 2 შემთხვევაში ძალიან ღრმა კვლევა ტარდება,“ – განაცხადა პაატა იმნაძემ.

ცნობისთვის: ამ დროისთვის, საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა 115 შემთხვევაა, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 23 პაციენტი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად