იმნაძე: “ლუგარის ცენტრში” არამხოლოდ ადამიანებზე, ცხოველებზეც კი არ ტარდება ექსპერიმენტები

“ლუგარის ცენტრში” არათუ ადამიანებზე, ჯერჯერობით ცხოველებზეც არ ტარდება ექსპერიმენტები”, – ამის შესახებ, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელძღვანელის მოადგილემ პაატა იმნაძემ “აიპრესთან” რუსული მედიისა და რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გუშინ გაკეთებული განცხადებების შესახებ განაცხადა.

პაატა იმნაძის განმარტებით, რუსული მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ თითქოს “ლუგარის ცენტრში” ადამიანებზე ხორციელდება ექსპერიმენტები, ბინძურ სიცრუეს წარმოადგენს.

„ეს არის ბინძური ტყუილი. რამდენმა ათასმა ადამიანმა იმკურნალა C ჰეპატიტზე, საქართველოში 50 ათასზე მეტმა ადამიანმა იმკურნალა და ჰკითხეთ აბა რომელიმეს, თუ იმკურნალა ლაბორატორიაში, რა უნდა ლაბორატორიაში მკურნალობას. ავადმყოფები მკურნალობას გადიან საავადმყოფოში. ეს არის მათ განცხადებებზე პასუხი, რა შუაშია აქ “ლუგარის ცენტრი” და მკურნალობა.

ის, რომ “ლუგარის ცენტრში” ხორციელდება ადამიანზე ექსპერიმენტები, ეს არის აბსოლუტური ტყუილი. ეს არის საქართველო, სადაც ყველა ყველას იცნობს და ყველა ყველას ნათესავია, არათუ ადამიანებზე, ცხოველებზეც არ ტარდება.

რა უნდა ვუთხრა რუსულ მედიას და რუს მაღალჩინოსნებს, როდესაც რუსული მასმედიის წარმომადგენლები, “ლუგარის ცენტრში” სტუმრად გვყავდა, ისინი, აქ იღიმებოდნენ შემეგ კი, სიბინძურეები გაავრცელეს”, – აცხადებს პაატა იმნაძე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად