იმნაძე კორონავირუსზე: საპანიკო, სასიკვდილო, დამაშინებელი დაავადება არ არის, როგორიც ისმის

ამის შესახებ, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძემ, TV პირველის ეთერში განაცხადა.

” ეს დაავადება, საპანიკო სასიკვდილო დაავადება არ არის, დამაშინებელი ინფორმაცია როგორიც ისმის. დაავადება, რა თქმა უნდა, ახალია. აქედან გამომდინარე მასზე ბევრი რამ არ არის ცნობილი.

ჩინეთში 80% დაავდაებულების არის მსუბუქი მიმიდინარეობა. 15% არის საკმაოდ მძიმე, 5% კრიტიკული. აქედან 2% იღუპება. აქედან გამომდინარე, დაავადება სასიკვდილო ნამდვილად არ არის, მაგრამ ძალიან დიდი სიფრთხილეა საჭირო გავრცელების ტემპების გამო.

რადგან სამწუხაროდ, ჩინეთის გარეთ, არის ქვეყნები, სადაც დაავადება იწყებს გავრცელებას, დამოკიდებული იქნება თუ რა მოხდება ამ ქვეყნებში. რამდენად მოხდება დაავადების შეკავება”-ამბობს პაატა იმნაძე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად