იმნაძე: კორონავირუსის შვიდი სხვადასხვა ნაირსახეობიდან ჩვენთან ძირითადად ორი აზიური და ევროპულია

პაატა იმნაძემ გადაცემა “360 გრადუსში” კორონავირუსის ახალ შტამზე ისაუბრა. მისი თქმით ეს არ არის პირველი მუტაცია, რომელიც კორონავირუსმა განიცადა.

კორონავირუსში ხდება მუტაცია, ისევე როგორც სხვა ვირუსებში. დღეისათვის შეცვლილია დღეისათვის შეცვლილია მისი გენი და დაახლოებით 30 ათასი გენისგან შედგება.ზოგი გენი ამოვარდება სხვა ჩაჯდება მის ნაცვლად. შესაბამისად მისი გენი შესაძლოა შეიცვალოს. ძალიანაც არ იცვლება, 1 წელია დადის დედამიწაზე და ბუნებრივია მისი შეცვლა მოხდა.

სხვათაშორის როდესაც ვსაუბრობთ კორონავირუსის ახალ სახეობაზე, უნდა აღინიშნოს რომ ეს არ არის პირველი მუტაცია, პირველი იყო როდესაც ჩინეთიდან ევროპაში შევიდა და ე.წ ევროპული შტამი წარმოიქმნა, რომელიც უფრო სწრაფად გავრცელდა. ისიც არაფრით განსხვავდებოდა ჩინურიგან, გარდა იმისა რომ უფრო სწრაფად ვრცელდებოდა.

კორონავირუსის შვიდი სხვადასხვა გავრცელებული ნაირსახეობიდან ჩვენთან ძირითადად არის ორი: აზიური და ევროპული“, – განაცხადა იმნაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად