იმნაძე: ხალხო, გაიგეთ – დარჩით სახლში! ინფექციის გავრცელებას სხვა არაფერი არ გააჩერებს

ამის შესახებ დაავადების კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძემ “ტვ პირველისთვის” მიცემულ ინტერვიუში განაცხადა და განმარტა, რომ ამ ეტაპზე უნდა გაკეთდეს ყველაფერი, რადგან მოწოდება “დარჩი სახლში”-ს გარდა ინფექციის გავრცელებას სხვა არაფერი არ გააჩერებს.

“სტატისტიკა  საბედნიეროდ, ჯერ არ გვაძლევს შეშფოთების საფუძველს, მაგრამ ჩვენ არ გვინდა მოგვივიდეს, რაც დაემართა ძალიან ბევრ ქვეყანას. ვუყურებთ რა ხდება მსოფლიოში, მსოფლიოს უმდიდრეს ქვეყნებში. მოწოდება: სახლში დარჩი, გვიანია. ახლა, ამ ეტაპზე  უნდა გაკეთდეს ეს ყველაფერი. ვიცი, რომ უმრავლესობამ გაითავისა და შეიგნო, მაგრამ სამწუხაროდ, მომდის ინფორმაციები. რაიონებს რომ თავი დავანებო, ბევრია გასული იქ.დასავენებლად კი არ არის ეს ხალხი იქ. “დარჩი სახლში” ეხება გინდა თბილისში იყო, გინდა სოფელში იყო, სახლში უნდა დარჩე. სოციალური დისტანცირება ამას ნიშნავს, რომ ადამიანებს ერთმანეთთან რაც შეიძლება ნაკლები სოციალური კავშირები უნდა ჰქონდეთ. მესმის რომ ეს არ არის ადვილი.

იტალიას მეტი კი არაფერი დაემართა, ერთმანეთთან სტუმრად რომ დადიოდნენ. ბარ-რესტორნები რომ დაიკეტა და ოჯახებში იკრიბებოდნენ, ეს დაემართა იტალიას და ნუ დაგვემართება ჩვენც. ხალხო, გაიგეთ – დარჩით სახლში! ეს იქნება ერთადერთი გამოსავალი იმისათვის, რომ შედარებით უმტკივნეულოდ გადავიტანოთ სიტუაცია. ინფექციის გავრცელებას სხვა არაფერი არ გააჩერებს.

რად გვინდა იტალიის მაგალითი. საქართველოს მაგალითი გვაქვს უკვე. სად არის ჩვენი ავადმყოფების ყველაზე დიდი კლასტერები? ეს არის ოჯახური კლასტერები, სადაც საბედნიეროდ დიდი სტატისტიკა ჯერ არა გვაქვს. ყველას უკვირს, რატომ არის საქართველოში ამდენი ბავშვი. ეს ხდება იმიტომ, რომ ახალგაზრდებმა მიიტანეს სახლში. სახლში გახდა ბავშვი ავად, მამა გახდა ავად, დედა გახდა ავად. მოვიდა სამეგობრო, იყო პატარა სუფრა? მეგობრები არიან ავად. ანუ ის მოდელი ვითერდება ჩვენთან, რაც განვითარდა იტალიაში. ჩვენს მაგალითზე ვისწავლოთ ჭკუა და დავრჩეთ სახლში!”-განაცხადა პაატა იმნაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად